ელს ბათუმში კორონავირუსის პანდემიისა და მასთან დაკავშირებული აკრძალვების გამო ნათლისღების დღესასწაული განსხვავებულად აღინიშნება.
18 იანვრის ღამის 12 საათზე ტრადიციული, სასულიერო პირების მიერ წყლის კურთხევისა და ზღვაში შესვლის რიტუალი არ შესრულდება. სადღესასწაულო წირვა და წყლის კურთხევა 19 იანვარს დილით გაიმართება.
„ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმში იყო ასეთი ტრადიცია, რომ ჩვენ ღამე 12 საათზე შევდიოდით ზღვაში. იკურთხებოდა ამ დროს წყალი. ჩვენ ერთგვარი ტრადიცია გვქონდა დაწესებული, მაგრამ ვინაიდან ახლა არის კომენდატის საათი, ჩვენ არ ვაპირებთ ამის დარღვევას.
ამავდროულად მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ გადაწყვიტა, რომ პანდემიიდან გამომდინარე, წელს ზღვაში შესვლის ტრადიცია არ მოხდება.
ჩვენ დილით ჩავატარებთ წირვას, მას მოჰყვება წყლის კურთხევა და მორწმუნე საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ დაესწროს ღვთისმსახურებას”- განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.