სმა-ჭამას გადაყოლილი მთავრობა – 180 ათასამდე ლარი მხოლოდ დეკემბერში სახელმწიფო უწყებებმა რესტორნებში გადაიხადეს.
რეკორდსმენია საქართველოს ელექტროსისტემა, რომელმაც ერთ თვეში 45 ათასი ლარი ძვირადღირებულ დაწესებულებაში მდიდრული სუფრისთვის დახარჯა. თუმცა, ვის უმასპიძლეს და რა ჰქონდათ მენიუში- ეს ინფორმაცია არ საჯაროვდება.
15 ათასი ლარი მხოლოდ ერთი სადილისთვის გადაიხადა რატი ბრეგაძის უწყებამ. თავდაცვის აკადემიამ კი დეკემბერში სმა-ჭამისთვის 12 ათას ლარამდე გამოყო. სია საკმაოდ ვრცელია, საიდანაც ჩნდება დასაბუთებული ეჭვი სავარაუდო კორუფციული გარიგების შესახებ.
ტვ პირველი