ოზურგეთელმა ალექსანდრე თოიძემ ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი აიღო

23 – 24 დეკემბერს თბილისში ფარიკაობაში თბილისის მერიის თასის ღია გათამაშება გაიმართა.
ასპარეზობაში , რომელიც 2009 – 2010 – 2011 წელს დაბადებუოთა შორის გაიმართა, აზერბაიჯანის, საქართველოდან კი თბილისის, ქუთაისის, ქობულეთის, რუსთავისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ფარიკაობის სექციის სპორტსმენემბა მიიღეს მონაწილეობა.
 ოზურგეთელმა სპორტსმენმა ალექსანდრე თოიძემ შეჯიბრზე, დაშნით ფარიკაობაში მესამე საპრიზო ადგილი აიღო და შინ ბრინჯაო
წამოიღო.
 ასევე ჩვენმა დებიუტანტმა თამარ ჭუმბურიძემ კარგად იასპარეზა და შექება დაიმსახურა.
 ღია გათამაშებაში ოზურგეთიდან მონაწილეობა
დავით ჭახნაკიამ
ლუკა ხუნწარიამ
ამირან ნადირიძემ
ნია თედეშვილმა მიიღეს. მათი გამოსვლა შეჯიბრზე პერსპექტიული და იმედისმომცემი იყო.
გუნდი ასპარეზობისთვის მალხაზ კვაჭაძემ მოამზადა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share