ნინო ჩხარტიშვილი – მსგავსი რამ არც მინახავს და არც გამიგია. რაც დღეს ხდება, ეს არის სრული მარაზმი!

„ლანჩხუთისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ნინი ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში დღევანდელ პროტესტს ეხმაურება, როცა მისმა გუნდმა „ნიკე-ლუსოსთან“ თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა:

„15 წელია ფეხბურთში ვარ, საზღვარგარეთაც მითამაშია, ეროვნულ ნაკრებში დღემდე ვარ, არაერთი მეგობარი მყავს სხვადასხვა კლუბში, როგორც ქართველიი ასევე უცხოელი, მსგავსი რამ არც მინახავს და არც გამიგია. რაც დღეს ხდება, ეს არის სრული მარაზმი! როგორ შეიძლება, ყველაფერი და ყველა ფულით იყიდო?! მოგმართავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ფაქტზე დუმს და უფრო მეტიც, ვიღაც თურქ მილიარდერს ამართლებთ (ისეთ ადამიანს, ვისაც თავის ქვეყანაში პატივს არ სცემენ), ადამიანები არ ხართ?“ _ კითხულობს „ლანჩხუთის“ კაპიტანი.

დღეს, გვიმბალაურში, ქალთა ლიგის ცენტრალური მატჩის დაწყებისთანავე „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა ბურთი ტრიბუნისკენ გადააგდეს და გამოფინეს ბანერი _ „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის მონაწილეა!“.

ამით მათ გააპროტესტეს სასამართლოს მიერ „ნიკე-ლუსოს“ აწ უკვე ყოფილი მფლობელის გამართლება, რომელსაც თავისი გუნდის აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

„არ გეშინიათ არაფრის? არც უფლის? არ გეშინიათ, რომ ხვალ თქვენ ან თქვენი მეგობარი მსგავს სიტუაცია აღმოჩნდეთ? როგორ შეგიძლიათ, უბრალოდ, ხმა არ ამოიღოთ?? მართლა ფული ხო არ არის ყველაფერი ამ წუთისოფელში? მცხვენია ყველას მაგივრად, ვინც დუმს! მეცოდებით გულწრფელად. ღმერთმა ყველას აპატიოს. სიტყვები არ მაქვს და ვერ ვფიქრობ, ამ თემაზე საერთოდ რატო უნდა მიწევდეს ხმის ამოღება. სამართალმა უნდა იზეიმოს, ხალხის გვერდში დგომა და ხალხის ხმა თუ აღასრულებს სამართალს, თორე დღეს ფულს ვერ აჯობებ. ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის. არა ძალადობას! ვამაყობ, რომ ისეთი გუნდის წევრი და კაპიტანი ვარ, სადაც 3 ქულაზე და ჩემპიონობაზე მნიშვნელოვანი ადამიანობა, ღირსება და გვერდში დგომაა“ _ წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ნინი ჩხარტიშვილი.

გააზიარეთ
Verified by MonsterInsights