გურიის მოამბე

გვარამია ბაჩიაშვილის მშობლების პატიმრობაზე: ოჯახური ფასეულობები ქოცურად

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია საპატიმრო დაწესებულებიდან წერილს აქვეყნებს და გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების პატიმრობას ეხმაურება.

“ოჯახური ფასეულობები ქოცურად“,- წერს გვარამია.

მისივე თქმით, “რასაც ახლა ქოცები კადრულობენ, ამაზე ანტი ქართული, ამაზე ქართული ტრადიციების შეურაცხმყოფელი, ამაზე ბოროტი არაფერი არსებობს“.

გიორგი ბაჩიაშვილთან რასაც ახლა ქოცები კადრულობენ, ამაზე ანტი ქართული, ამაზე ქართული ტრადიციების შეურაცხმყოფელი, ამაზე ბოროტი რამე თუ არსებობს? შვილს რომ ფული ამოსძალონ (შვილს რომელიც ისედაც ტყვეობაში ყავთ) , მის მშობლებს 9 დან 12 წლამდე მუხლით ბრალს უყენებენ და ეს ყველაფერი არაა: ერთ-ერთი მშობელი ივანიშვილის ოჯახის ექიმი (თუ არ მეშლება, ოფთალმოლოგი) იყო სულ ცოტა ხნის წინ.

აი, ამას ქვია ოჯახური ფასეულობები ქოცურად.

შემდეგი ვინ არიან? შვილები და მეუღლეები? და სრულწლოვანი შვილიშვილები ეყოლება ვინმეს, კარგად მოიძიეთ,- წერს გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights