გურიის მოამბე

კობახიძე: შეიძლება იმაზე მეტი ადამიანი აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა, ვიდრე წინა შემთხვევაში

”მინდა უბრალოდ, ყველა გავაფრთხილო, ჩვენ არავის დაპატიმრება არ გვიხარია, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება. ეს არის ჩვენი მეგობრული გაფრთხილება ყველას წინაშე, ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში, შესაბამისად, ყველა კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ითვალისწინებს კანონის მიერ მკაცრ პასუხს – ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო გაფრთხილება.

რა თქმა უნდა, პაატა ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია ვერ იქნება წარმატებული, თუმცა შეიძლება ბევრი ადამიანი, იმაზე მეტი ვიდრე წინა შემთხვევაში, 30-ზე მეტი და კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა. ისინიც საქართველოს მოქალაქეები არიან და ჩვენი ვალია მათ მიმართ, რომ ყველა სათანადოდ გავაფრთხილოთ. მერე არ გაუკვირდეთ, თუ კანონი მათ მიმართ ძალიან მკაცრს პასუხს გასცემს”-

ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights