სესიაშვილი: სამწუხაროდ, ჩვენმა მხარდამჭერებმა თავი ვერ შეიკავეს, პროვოკაციას წამოეგნენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მარნეულში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები ოპონენტების პროვოკაციას წამოეგნენ.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, გამოძიება დაწყებულია და დამნაშავე პირები პასუხს აგებენ.

“სამწუხაროდ, გუშინ, ჩვენმა მხარდამჭერებმა თავი ვერ შეიკავეს და ამ პროვოკაციას წამოეგნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ არაერთხელ მოვუწოდეთ და ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ, მაგრამ აქვს ყველაფერს საზღვარი. სამწუხაროა, რომ ეს მოხდა. ცხადია, გამოძიება მიმდინარეობს და ყველას პასუხი მოეთხოვება. განსაკუთრებით ვსაუბრობ ინციდენტზე, რომელიც მართლაც შემზარავი იყო იმ ნაწილში, რომ ადამიანი უმოწყალოდ სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს და მიატოვეს. ყველა ფაქტი არის შემზარავი და მიუღებელი”, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, ძალადობა არა მმართველი გუნდის, არამედ ოპოზიციის ინტერესებშია.

“ძალადობა არ შედის სახელმწიფოს და ხელისუფლების ინტერესში. ჩვენი ინტერესია მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლად, მშვიდ გარემოში არჩევანის გაკეთების საშუალება, ხოლო ჩვენს ოპონენტებს, ფაქტიც მეტყველებს და მათი მოწოდებებიც, რომ არ აწყობთ ასეთი გარემო. მშვიდობიან გარემოში მათ არ აქვთ შანსი, რომ რაიმე პოლიტიკურ შედეგებს მიაღწიონ, ამიტომ ცდილობენ ხალხი დაძაბონ”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

თავს დაესხნენ მთავარი არხის ოთხ თანამშრომელს. მათ ჟურნალისტი, ჯეიჰუნ მუჰამედალი ცემეს და თავი გაუტეხეს. ის თბილისის ნიუ ჰოსპიტალსში გადაიყვანეს. ჟურნალისტმა კლინიკა უკვე დატოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 87
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, რომ, არ
  • 86
    "მე საკუთარი თავი შევიყვარე"- ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის შეცვლილი ცხოვრება 30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო  თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
    Tags: და, არ, რომ
  • 82
    ამ არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი„31 ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად ერთგულია საქართველო დემოკრატიული განვითარების გზის მიმართ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, გააძლიერებს დემოკრატიულ სტაბილურობას და საქართველოს კავშირებს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ ევროკავშირთან და ზოგადად, დასავლეთთან“, – ამბობს შერილ ფერნანდესი, ამერიკის…
    Tags: და, რომ
  • 78
    "იფიქრე, ქოცო! ""ქვეყანა ივანიშვილსა და მის 8 წელს ხმამაღლა იხსენებს. ვინ რას გულისხმობს, ვინ რას ამატებს, მაგრამ ყველა თანხმდება - ტყუილი, ტყუილი, ტყუილი დაპირებები 2012-2016 წლებში უნდა შესრულებულიყო. ვინც წინამორბედი ხელისუფლება საკუთარი კალმებით დაამარცხეთ, კითხვაც მათთანაა - გრძნობთ თუ არა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირველ 4 წელიწადში უმუშევრობის პრობლემა გადაჭრა? მეორე 4 წელიწადში?…
    Tags: და, რომ, არ