გურიის მოამბე

ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთში- არის მსხვერპლი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში წუხელ გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც „გურიის მოამბისთვის“ ხდება ცნობილი, სპრინტერის ტიპის სამარშუტო მიკროავტობუსი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, რის შედეგადაც მძღოლი, ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მის გვერდით მჯდომი თანმხლები პირი სიკვდილს გადაურჩა.

შს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 35
    ამ არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი„31 ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად ერთგულია საქართველო დემოკრატიული განვითარების გზის მიმართ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, გააძლიერებს დემოკრატიულ სტაბილურობას და საქართველოს კავშირებს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ ევროკავშირთან და ზოგადად, დასავლეთთან“, – ამბობს შერილ ფერნანდესი, ამერიკის…
    Tags: და
  • 34
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და
  • 34
    ვინ არის ლანჩხუთელი ახალგაზრდა კაცი ვინც წუხელ თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლაგუშინ თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ლანჩხუთელი ახალგაზრდა  შაკო კვერენჩხილაძე ემსხვერპლა. „სიკეთით სავსე ბიჭო, როგორ მენანები“, მთელი ბავშვობა წაიღე“, მომენატრები ჩემო კეთილო ძმაო“- ასეთი სიტყვებით იხსენებენ და ემშვიდობებიან სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ბიჭს მეგობრები. შემთხვევა წუხელ, გმირთა მოედანზე მოხდა.  ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა. რის შედეგადაც  1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. შინაგან…
    Tags: ავტოსაგზაო, შემთხვევას, წუხელ, ემსხვერპლა, გამოძიება, ე, მუხლის, შედეგადაც, რის, ტრანსპორტის
  • 34
    ხულოში სატვირთო ხევში გადავარდა - დაღუპულია ერთი პირიხულოში, სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 60 წლამდე კაცი, ერთი პირი კი მძიმედაა დაშავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.
    Tags: პირი, ერთი, ან, წესის, დარღვევას, ექსპლუატაციის, ტრანსპორტის, რაც, გულისხმობს, მოძრაობის