ოპოზიცია აქტურად მუშაობდა მაგრამ 50 000 ხმის მიღება გაუჭირდა- კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურისთვის გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად ოპოზიციურმა კანდიდატებმა 50 000 ხმა მიიღეს. როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიცია აქტიურობდა და მუშაობდა, თუმცა ამის მიუხედავად, მათ გაუჭირდათ 50 000-ზე მეტი ხმის მობილიზება.

„ისინი აქტიურობდნენ და ამის დამსახურებაა ის, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა აიღეს 50 000 ხმა, მიუხედავად იმისა, რომ მათ საჯაროდ ჰქონდათ გამოცხადებული არჩევნებში არმონაწილეობის თაობაზე, ამ ფონზე მათ აიღეს 50 000 ხმა. ისინი აქტიურობდნენ და მუშაობდნენ, თუმცა ამის მიუხედავად მათ გაუჭირდათ 50 000-ზე მეტი ხმის მობილიზება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან არჩევნების მეორე ტურზე უარის თქმა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თვალში პრობლემას უქმნის.

„როდესაც ზედიზედ მეორე არჩევნებში გაყალბების საბაბით ამბობს ოპოზიცია უარს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, ეს უქმნის უხერხულებას და პრობლემას საქართველოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში. იმედია, ამას ოპოზიცია სამომავლოდ გაითვალისწინებს და ამ უხერხულებას აღარ შეუქმნის ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 44
    ვინ არის 31 წლის ხატია ჭყონია, რომელმაც ლანჩხუთელი გოგონები ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა19 ნოემბერს ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდმა რუმინეთის ჩემპიონ „კლუჟს“ ფლეი ოფის ფინალში გასვლაზე 1-0 მოუგო. ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში – ევროპის საუკეთესო 16-ეულში მოხვდა. წილისყრა 24 ნოემბერს უეფას ოფისში გაიმართა და გოგონები შინ ლანჩხუთში ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ორმატჩიან დუელში, შვედურ „როსენგარდს“ დაუპირისპირდებიან.     გადამწყვეტი გოლი რუმინელების…
    Tags: და, რომ, ამ
  • 40
    ამ არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი„31 ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად ერთგულია საქართველო დემოკრატიული განვითარების გზის მიმართ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, გააძლიერებს დემოკრატიულ სტაბილურობას და საქართველოს კავშირებს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ ევროკავშირთან და ზოგადად, დასავლეთთან“, – ამბობს შერილ ფერნანდესი, ამერიკის…
    Tags: და, რომ
  • 38
    კედლის მხატვრობა Associò, ცხოვრება და შემოქმედება- მხატვარი ლევან სონღულაშვილილევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს.  მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
    Tags: და
  • 38
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, რომ