ამ წუთებში შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდნეციასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს. . აქციის მონაწილეებს ადგილზე საპროტესტო ბანერები აქვთ გაშლილი. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართლდამცველებიც.
აქცია 18 საათზე დაიწყო და თითქმის ორი საათია გრძელდება. აქ შეიკრიბნენ აჭარისა და გურიის მოსახლეობა და მათი ძირითადი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა.