ინგლისში ერთჯერადი ჭურჭელი აიკრძალა

ინგლისში იკრძალება ერთჯერადი გამოყენების ჭურჭელი, როგორიცაა პლასტმასის დანა-ჩანგალი და თეფშები. ინფორმაცია უკვე დაადასტურა ქვეყნის მთავრობამ.

უცნობია, როდის შევა გადაწყვეტილება ძალაში, მაგრამ ინგლისის შემდეგ მსგავსი ნაბიჯის გადადგმას შოტლანდიისა და უელსის მთავრობებიც გეგმავს.

 

როგორც გარემოს დაცვის მდივანმა ტერეზა კოფიმ განაცხადა, აკრძალვა ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას მომავალი თაობებისთვის.

ერთჯერადი გამოყენების ჭურჭლის აკრძალვის მხარდამჭერი კამპანიის მონაწილეები მიესალმნენ გადაწყვეტილებას, მაგრამ მოითხოვეს, რომ აკრძალვა უფრო ფართო გახდეს და სხვა სახის პლასტიკურ ნივთებსაც შეეხოს.

მთავრობის მონაცემების მიხედვით, რომ ინგლისში ყოველწლიურად 1,1 მილიარდი ერთჯერადი თეფში და ოთხ მილიარდზე მეტი პლასტმასის დანა-ჩანგალი გამოიყენება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share