ნიკა მელია ამბობს, რომ სკანდალური ფარული ჩანაწერი ვანო მერაბიშვილმა გაუვრცელა.
ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარემ “რეაქციის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
“ეს ჩანაწერი გაავრცელეს და შემდეგ დაგმეს.
ზუსტად ვიცი, რომ ეს არის მერაბიშვილის დაგეგმილი და მან ჩათვალა, რომ ამ ჩანაწერს შეეძლო გავლენის მოხდენა არჩევნებზე.
მე მინდა ვუთხრა მათ, რომ ძალიან დიდი სხვაობით წააგებენ ამ არჩევნებს”, – ამბობს ნიკა მელია.