ვლოგერი, გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ნათია ბებიას ფოტოს აქვეყნებს და წერს.
„გამიღიმე მეთქი ვუთხარი და არა ბებიაო. ახლა სანამ შენ მოხვიდოდი, “ჟორა ბაბუასთან ვიყაი გადასული“ ვტიროდი ნენა. გამიღიმე რა ნათი. ვერ ვუძლებ შენს დაღონებულ სახეს. ეჰ ბებია. ამფერი სახით აგძელებენ ცხოვრებას, შვილ მკვდარი დედები. ვნატრობ, ყველა დედას უჯანმრთელოს ღმერთმა შვილები. შენ და ყველა შვილს მოგცეთ ღმერთმა მადლი, სიკეთის ქმნისა და გული კეთილი. ჩემი ყოფნა ძნელია, არ მთავრდება დარდი და სევდა, კიდო შენ, შენ მაძლიერებ თუ არა, ე ბებია ………“ – წერს გივიკო დიდია.