მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭომ ტურიზმისთვის მსოფლიოს ყველაზე მოგებიანი ქალაქი დაასახელა.
პარიზმა ეკონომიკაში ტურიზმის მიერ შეტანილი წვლილისთვის მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.
1. პარიზი – 35,65 მილიარდი დოლარი
2. პეკინი – 32,62 მილიარდი დოლარი
3. ორლანდო – 31,1 მილიარდი დოლარი
4. შანხაი – 29,69 მილიარდი დოლარი
5. ლას-ვეგასი – 22,99 მილიარდი დოლარი
6. ნიუ-იორკი – 21,09 მილიარდი დოლარი
7. ტოკიო – 17,97 მილიარდი დოლარი
8. მეხიკო – 16,76 მილიარდი დოლარი
9. ლონდონი – 14,92 მილიარდი დოლარი
10. გუანჯოუ – 13,15 მილიარდი დოლარი
მოგზაურობის და ტურიზმის წვლილი პარიზის ეკონომიკაში 3,5%-ს შეადგენს, ლას-ვეგასის ეკონომიკაში -16,3%-ს, ხოლო ორლანდოს ეკონომიკაში 20.4%-ს.
ათეულს მიღმა მყოფი ქალაქებიდან მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭო გამოჰყოფს ვარშავას, მაკაოს და ჩინეთის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ქალაქ სანიას. ვარშავის ეკონომიკაში მოგზაურობის და ტურიზმის წვლილი 2019 წელან შედარებით 14,4%-ით გაიზარდა, სანიას ეკონომიკაში კი 10,2%-ით და ქალაქის ეკონომიკის 43,6%-ს შეადგენს. მაკაოს ეკონომიკაში მოგზაურობის და ტურიზმის წვლილი 40,4%-ს უტოლდება.
მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს პროგნოზით 2032 წელს პარიზს პეკინი გაუსწრებს, რეიტინგის ათეულს კი ასეთი სახე ექნება:
1. პეკინი – 77,28 მილიარდი დოლარი
2. შანხაი – 70,88 მილიარდი დოლარი
3. პარიზი – 49,15 მილიარდი დოლარი
4. ორლანდო – 45 მილიარდი დოლარი
5. ლას-ვეგასი – 36,55 მილიარდი დოლარი
6. გუანჯოუ – 34,94 მილიარდი დოლარი
7. ნიუ-იორკი – 34,28 მილიარდი დოლარი
8. მაკაო – 33.33 მილიარდი დოლარი (ამჟამად მე-12 ადგილზეა)
9. ბანგკოკი – 31,52 მილიარდი დოლარი (ამჟამად მე-17 ადგილზეა)
10. ტოკიო – 29,94 მილიარდი დოლარი
აღნიშნულია, რომ რეიტინგის შედგენისას ანალიტიკოსებმა მხედველობაში მიიღეს ტურიზმის წვლილი მთლიან შიდა პროდუქტში, მოგზაურთა ხარჯები, ასევე ამ მიმართულებით სამუშაო ადგილების შექმნა. საერთო ჯამში სიაში 82 ქალაქი მოხვდა.