პარიზი ტურიზმისთვის ყველაზე მოგებიან ქალაქად დასახელდა

მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭომ ტურიზმისთვის მსოფლიოს ყველაზე მოგებიანი ქალაქი დაასახელა.

პარიზმა ეკონომიკაში ტურიზმის მიერ შეტანილი წვლილისთვის  მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.

1. პარიზი – 35,65 მილიარდი დოლარი
2. პეკინი – 32,62 მილიარდი დოლარი
3. ორლანდო – 31,1 მილიარდი დოლარი
4. შანხაი – 29,69 მილიარდი დოლარი
5. ლას-ვეგასი – 22,99 მილიარდი დოლარი
6. ნიუ-იორკი – 21,09 მილიარდი დოლარი
7. ტოკიო – 17,97 მილიარდი დოლარი
8. მეხიკო – 16,76 მილიარდი დოლარი
9. ლონდონი – 14,92 მილიარდი დოლარი
10. გუანჯოუ – 13,15 მილიარდი დოლარი

მოგზაურობის და ტურიზმის წვლილი პარიზის ეკონომიკაში 3,5%-ს შეადგენს, ლას-ვეგასის ეკონომიკაში -16,3%-ს, ხოლო ორლანდოს ეკონომიკაში 20.4%-ს.

ათეულს მიღმა მყოფი ქალაქებიდან მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭო გამოჰყოფს ვარშავას, მაკაოს და ჩინეთის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ქალაქ სანიას. ვარშავის ეკონომიკაში მოგზაურობის და ტურიზმის წვლილი 2019 წელან შედარებით 14,4%-ით გაიზარდა, სანიას ეკონომიკაში კი 10,2%-ით და ქალაქის ეკონომიკის 43,6%-ს შეადგენს.  მაკაოს ეკონომიკაში მოგზაურობის და ტურიზმის წვლილი 40,4%-ს უტოლდება.

მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს პროგნოზით 2032 წელს პარიზს პეკინი გაუსწრებს, რეიტინგის ათეულს კი ასეთი სახე ექნება:

1. პეკინი – 77,28 მილიარდი დოლარი
2. შანხაი – 70,88 მილიარდი  დოლარი
3. პარიზი – 49,15 მილიარდი დოლარი
4. ორლანდო – 45 მილიარდი დოლარი
5. ლას-ვეგასი – 36,55 მილიარდი დოლარი
6. გუანჯოუ – 34,94 მილიარდი დოლარი
7. ნიუ-იორკი – 34,28 მილიარდი დოლარი
8. მაკაო – 33.33 მილიარდი დოლარი (ამჟამად მე-12 ადგილზეა)
9. ბანგკოკი – 31,52 მილიარდი დოლარი (ამჟამად მე-17 ადგილზეა)
10. ტოკიო – 29,94 მილიარდი დოლარი

აღნიშნულია, რომ რეიტინგის შედგენისას ანალიტიკოსებმა მხედველობაში მიიღეს ტურიზმის წვლილი მთლიან შიდა პროდუქტში, მოგზაურთა ხარჯები, ასევე ამ მიმართულებით სამუშაო ადგილების შექმნა. საერთო ჯამში სიაში 82 ქალაქი მოხვდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share