”იმ უხსოვარ წლებში, ზუსტად ამ დროს, როცა ვიძინებდი, უკვე ზეპირად ვიცოდი ხვალინდელი დილა. ამინდი აუცილებლად იქნებოდა მოწყენილი – მზე რომ ღრუბელს მღვრიედ ატყვია და ოდნავ ცივა.
ბებიაჩემი გამოაღებდა საქათმეს და ხმამაღლა გასძახებდა: “ასი დედალ, ასი მამალ, ასი მისი მოჩხოროზი” მგონი სამჯერ თუ ოთხჯერ ამბობდა, საგანგებოდ ამ დღისთვის შემონახულ სიმინდს მოფანტავდა და კმაყოფილი სახით ბრუნდებოდა ოთახში. ახლა საქათმე ცარიელია, ბებიაჩემი მზე რომ ღრუბელს მღვრიედ ატყვია, იმ ღრუბლის მიღმა და ის დილაც თხრობითღა მახსოვს – ვერ ვიმეორებ. არადა ბარბარობა დადგა.” – წერს გიორგი კეკელიძე.