ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოცქსელში წერს:
„ერთი ნიჭიერი ბიჭია. მეტ-ნაკლებად ცნობილ ხალხს დასცინის ხოლმე საკმაოდ წარმატებულად. ადრე, დროგამოშვებით მეც დამცინოდა. ხან სამართლიანად, ხან უსამართლოდ, მაგრამ ეგ სრულიად არაფერი. ერთხელ, ჩემი ლანძღვის სახელგანთქმული ორდღეული რომ იყო გამოცხადებული, მაგანაც დადო რაღაც სახუმარო. ხომ არსებობენ ” “ნახე შენზე რა თქვეს და დაწერეს” პროფესიის ხალხი. იმ დღეებში ეგენი მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ და მაგ ხალხმა მომახსენა ესეც. ჰოდა, ამ ბიჭის დაწერილს ერთმა გოგომ მიაწერა, ეგ კი გასაგებია, რომ “…ეაო”, მაგრამო და მერე რაღაც პოლიტკორექტულობის დაცვისკენ მოუწოდა; ანუ ეს ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ გასაგებია და დაბეჯითებით ვიცით, რომ ,,…ეაო” – აღნიშნა, როგორც მრავალჯერ დატესტილი და გადამოწმებული ფაქტი. რა უცნაური არსებაა ადამიანი. ყოველ დილით, როცა მეღვიძება, ეს მახსენდება და საშინელ ხასიათზე ვდგები.“