„ივანიშვილი წავიდა, მაგრამ ის მაინც ყველგან არის – ამბობს ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე. ოპოზიციონერი საკუთარ “ფორმულას” “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შემადგენლობის განხილვით ამყარებს: “შევხედოთ პოლიტსაბჭოს, მან ორ კატეგორიად დაყო მინისტრები, დაცულებად და დაუცველებად, მინისტრებად, რომლებიც ხელშეუხებლები არიან, რომლებიც არიან მისი ალტერეგო, მისი განსახიერება”- ამბობს გოცირიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში”. „ივანიშვილის პოლიტსაბჭო არის ნათელი მაგალითი იმისა, ივანიშვილი წავიდა თუ არა. რა არის წასვლის კრიტერიუმი? – აქვს თუ არა მას ზემოქმედება ხელისუფლებაზე და არა ის, რომ ის შუშის სასახლიდან ჭორვილაში გადავიდა ან თბილისიდან საფრანგეთში წავიდა. კრიტერიუმი არის ძალაუფლების ფლობა ან არფლობა. როგორც მისი იდეოლოგები იტყოდნენ – ივანიშვილი არის ყველგან არის: ჩიტში, გვრიტში, ტიკარაძეში… რომ შევაჯამოთ ივანიშვილის წასვლა არ წასვლა, ყველა მთავარი ბერკეტი მან დაიტოვა, ის, რომ კომუნიკაცია არ იქნება ხშირი და არ იქნება მუდმივი სატელეფონო კავშირი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა არ იცის როგორ უნდა მოიქცეს ან გომელაურმა და ცქიტიშვილმა“.- განაცხადა გოცირიძემ.