ივანიშვილმა ქვეყანაში მოსპო პოლიტიკოსის პერსონა, როგორც ავტორიტეტის იდეა, ახლა გადავიდა მედიაზე – ამის შესახებ მხატვარმა, გია ბუღაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მე პოლიტიკაში შესვლას არ ვაპირებ. თავის დროზე კომკავშირელიც არ ვყოფილვარ, მაგრამ ერთი რაღაცის თქმა მინდა, რომელიც მნიშვნელოვანია, დღეს იცით რა გააკეთა ბიძინამ, ქვეყანაში მოსპო საერთოდ პოლიტიკოსის პერსონა, როგორც ავტორიტეტის იდეა – გაანადგურა, თან გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად. ახლა მას ხაზგასმით მიაჩნია, რომ ეს უკვე შეასრულა. ახლა გადავიდა მედიაზე, სამოქალაქო სექტორზე და რაღა თქმა უნდა, ავტორიტული ადამიანების მოსწორებასაც აპირებს. აქ მარტო ბიძინა არ მოქმედებს, „ეფესბეს“ მთელი აპარატი მუშაობს. ამას ინტუიცია და გამოცდილება მალაპარაკებს“- აღნიშნა გია ბუღაძემ.