შეშფოთებულები ვართ გადაცდომებით:დაშინება, მოსყიდვა, ძალადობის დაუსჯელობა – ანდრიუს კუბილიუსი

რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ ერთგულების დადასტურების მხრივ, ეს არჩევნები საქართველოსთვის ცენტრალური მნიშვნელობისაა, – განაცხადა ევროპარლამენტარმა და ევრონესტის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

“რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ ერთგულების დადასტურების მხრივ, ეს არჩევნები საქართველოსთვის ცენტრალური მნიშვნელობისაა.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ცნობებით, რომელიც ისეთ შესაძლო გადაცდომებზე მიუთითებს როგორიცაა: დაშინება, მოსყიდვა, ძალადობის დაუსჯელობა. თბილისში ევროკავშირის დელეგაციისგან დამატებით ინფორმაციებს ველოდებით”. – თქვა კუბილიუსმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share