„მესმის, რომ მათ აქვთ თავისი ორიგინალური სტილი, თუმცა, დამერწმუნეთ, ეს პარლამენტის ტრადიციებზე, პარლამენტის სამუშაო პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს, ისინი იქნებიან უზრუნველყოფილნი ყველაფრით თანაბარ პირობებში, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები და ერთად დავინახავთ, თუ რის გაკეთებას შეძლებს „გირჩი“ პარლამენტში“, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარლამენტში „გირჩის“ მისვლას გამოეხმაურა.
თალაკვაძის თქმით, “გირჩს“ შეუძლია ერთადერთი რამ გააკეთოს პარლმენტში, იმუშაოს იმ მანდანტის, რომელიც მას საზოგადოების ნაწილმა მისცა ხმა.
„გირჩს“ შეუძლია ერთადერთი რამ გააკეთოს ამ პარლამენტში, იმუშაოს იმ მანდატით, რომელიც მას საზოგადოების ნაწილმა მისცა. მესმის, რომ მათ აქვთ თავისი ორიგინალური სტილი, თუმცა, დამერწმუნეთ, ეს პარლამენტის ტრადიციებზე, პარლამენტის სამუშაო პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს, ისინი იქნებიან უზრუნველყოფილნი ყველაფრით თანაბარ პირობებში, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები და ერთად დავინახავთ, თუ რის გაკეთებას შეძლებს „გირჩი“ პარლამენტში. მე მსურს საზოგადოება და მხარდამჭერები ერთ რამეში დავარწმუნო, რომ ამ წლების განმავლობაში ფუნდამეტური რეფორმების გატარებით შევძელით სწორედ ის, რომ დღეს საქართველოში არსებობს თავისუფალი პოლიტიკური ველი და კონკურენცია, რაც ეუთო/ოდირმა პირდაპირ დააფიქსირა და მომდევნო არჩევნებსიც იქნება კონკურენცია და ამავე დროს მსურს დავარწმუნო ყველა ჩვენი მხარდამჭერი, რომ „ქართული ოცნება“ როგორც პროგრესული და მომავალზე ორიენტირებული ძალა, რომელსაც ჰყავს კარგი, განახლებული გუნდი და აქვს ხედვა მომვლის განვითარებასთან დაკავშირებით, მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას თვითმმართველობის არჩევნებშიც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.