“ზეპარტიული პრეზიდენტისგან ულტიმატუმების დაყენება, არასწორია”

ულტიმატუმების დაყენება არ მგონია სწორი იყოს ზეპარტიული პრეზიდენტის მხრიდან,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის  სალომე ზურაბიშვილის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, ის მზადაა, „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა შეიწყალოს, თუმცა ამისთვის გარკვეულ პირობებს აყენებს.

როგორც ბურჯანაძე განმარტავს, სალომე ზურაბიშვილი თავისი გადაწყვეტილებით ხელს უნდა უწყობდეს ოპოზიციას კონკრეტული ნაბიჯის გადადგმაში.

„თუ ასე იქნება მოვაწერ“, „თუ არ იქნება არ მოვაწერ” რას ნიშნავს? უცნაური განცხადებებია, ულტიმატუმს კი არ უნდა აყენებდეს სალომე ზურაბიშვილი, არამედ თავისი გადაწყვეტილებით ხელს უწყობდეს თუნდაც ოპოზიციას კონკრეტული ნაბიჯის გადადგმაში. ულტიმატუმების დაყენება არ მგონია ზოგადად სწორი იყოს ზეპარტიული პრეზიდენტის მხრიდან”,-აცხადებს ბურჯანაძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები