ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუაშვილი HRC-ის წლიურ ანგარიშს ეხმაურება, რომელშიც საუბარი შეეხო ნიკა გვარამიას პატიმრობას.
სოფო ლილუაშვილის თქმით, ადგილობრივი და საერთაშორისო ანგარიშები ადასტურებს, რომ ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია.
“სწორედ ასეთი ანგარიშები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს დღეს ჰყავს პოლიტპატიმარი და საქართველოს დღეს დატყვევებული ჰყავს თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი აზრი. ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელიც მიისწრაფვის განვითარებისთვის და პროგრესისთვის, ამ პირობებში, ვერანაირ თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე საუბარი ვერ იქნება”, – ამბობს სოფო ლილუაშვილი.