დღეს, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატების მიერ უხამსი პოსტების გავრცელებას ეხმაურება ”ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერი დავით მჟავანაძე და წერს:
”საერთოდ არ გამკვირვებია ის, რაც დღეს ”ქართული ოცნების” ადგილობრივმა ლიდერებმა იკადრეს.
დიდი ხანია, ამ ადამიანებმა მორალური ფსკერი გახვრიტეს და მზად არიან, ნებისმიერი სიბინძურე იკადრონ, მთავარია ბატონს თავი მოაწონონ.
ასეთია მონის ბუნება და ჩვენ ამ ხალხს ვერც თავიდან აღვზრდით და საერთოდ, რაიმე მორალზე საუბარი ხომ სართოდ ზედმეტია ამათთან.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.. მე უფრო ის მაინტერესებს ,ამ მორალის და ღირებულების მქონე ადამიანებს, როგორ ანდობთ მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებას???” – წერს მჟავანაძე.