5 პროდუქტი…..რომელთან ერთადაც თევზი არ უნდა მიირთვათ

5 პროდუქტი, რომელთან ერთადაც თევზი არ უნდა მიირთვათ

თევ­ზი ჯან­სა­ღი კვე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­წი­ლია. იგი სა­სარ­გებ­ლო მი­ნე­რა­ლე­ბი­თა და ვი­ტა­მი­ნე­ბით სავ­სე პრო­დუქ­ტია, რო­მე­ლიც და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი კვე­ბის რა­ცი­ო­ნი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ სრულ პორ­ცია თევზს უნდა შე­ი­ცავ­დეს. აქე­დან ერთი პორ­ცია ცხი­მი­ა­ნი თევ­ზი უნდა იყოს. სა­სურ­ვე­ლია, თევ­ზი მი­ირ­თვათ დღის მთა­ვარ კვე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ნოყი­ე­რი უნდა იყოს.

ცალ­სა­ხაა, რომ თევ­ზი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტია, თუმ­ცა მის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი რომ მი­ი­ღოთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბი და­იც­ვათ. ზო­გა­დად, რამ­დე­ნი­მე ტი­პის საკ­ვე­ბის არე­ვა და ერ­თად მირ­თმე­ვა სა­ყუ­რა­დღე­ბო სა­კი­თხია. სა­სურ­ვე­ლია, ყო­ველ­თვის გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, თუ რას­თან რისი მი­ღე­ბაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. თევ­ზის შემ­თხვე­ვა­ში კი ეს არა მხო­ლოდ სა­სურ­ვე­ლი, არა­მედ აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კი არის.

თევ­ზის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია „ოკე­ა­ნე“ წარ­მო­გიდ­გენთ 5 პრო­დუქტს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც თევ­ზი სა­სურ­ვე­ლია არ მი­ირ­თვათ.

რძე

რძე ის პრო­დუქ­ტია, რომ­ლის მი­ღე­ბაც თევზთან ერ­თად კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლია. მათი ერ­თდრო­უ­ლად მი­ღე­ბა საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის პრობ­ლე­მებს იწ­ვევს. რძეც და თევ­ზიც პრო­ტე­ი­ნე­ბით მდი­და­რი პრო­დუქ­ტე­ბია. თუმ­ცა მათი გა­და­მუ­შა­ვე­ბა საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მა­ში გან­სხვა­ვე­ბულ პრო­ცე­სებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რაც გა­და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცესს არ­თუ­ლებს, აფერ­ხებს და პრობ­ლე­მებს იწ­ვევს. აღ­ნიშ­ნუ­ლი უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს არა მხო­ლოდ მო­ნე­ლე­ბის პრო­ცეს­ზე, არა­მედ იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზეც.

სოკო

თევ­ზის მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა სო­კოს­თან ერ­თად. თევ­ზი­სა და სო­კოს კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლად მი­ღე­ბის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად იგ­რძნობთ სიმ­ძი­მეს მუც­ლის არე­ში, რიგ შემ­თხვე­ვა­ში – მო­თენ­თი­ლო­ბა­საც. კუ­ჭის პრობ­ლე­მე­ბის არ­სე­ბო­ბის დროს კი აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­ბი­ნა­ცია მათ გარ­თუ­ლე­ბას იწ­ვევს. სო­კოს მი­ღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით არარ­ე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ცხი­მი­ან თევზთან, მა­გა­ლი­თად, სკუმბრი­ა­სა და ორა­გულ­თან ერ­თად.

პარ­კოს­ნე­ბი

თევ­ზის პარ­კოს­ნებ­თან კომ­ბი­ნა­ცია არარ­ე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გე­ბის მიერ. მათი ერ­თად მი­ღე­ბა იწ­ვევს სიმ­ძი­მის შეგ­რძნე­ბას. გარ­და ამი­სა, პარ­კოს­ნე­ბი ხელს უშ­ლი­ან ცი­ლის შე­წო­ვას, თევ­ზი კი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ცი­ლებს შე­ი­ცავს.

ტკბი­ლი, გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი

ნე­ბის­მი­ერ ტკბი­ლი საკ­ვე­ბი ცი­ლო­ვან საკ­ვებ­თან ერ­თად კუჭ­ში მოხ­ვედ­რი­სას დუ­ღი­ლის პრო­ცესს იწ­ვევს. ხოლო რო­დე­საც პრო­დუქ­ტი ტკბილ­თან ერ­თად გა­ზი­ა­ნი­ცაა, ეს პრო­ცე­სი უფრო ძლი­ერ­დე­ბა. შე­დე­გად ვი­ღებთ მუც­ლის შე­ბე­რი­ლო­ბას, კუჭ­ში სიმ­ძი­მის შეგ­რძნე­ბას და მე­ტე­ო­რიზმს.

სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ხილი

თევ­ზის შემ­დეგ და­უშ­ვე­ბე­ლია მსხლის, ყუ­რძნის, ვაშ­ლი­სა და სა­ზამ­თროს მი­ღე­ბა. მათ მო­ნე­ლე­ბას სხვა­დას­ხვა დრო სჭირ­დე­ბათ და სა­ბო­ლო­ოდ, საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მა­ში პრო­ცე­სე­ბის არე­ვა ხდე­ბა.

აქვე გირ­ჩევთ, რომ თევ­ზე­უ­ლი C ვი­ტა­მი­ნის შემ­ცველ პრო­დუქტთან ერ­თად მი­ირ­თვათ. გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გია ლი­მო­ნი, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მში ომე­გა 3-ის ფუნ­ქცი­ებს აძ­ლი­ე­რებს. ამი­ტომ თევ­ზის კერ­ძებ­თან ერ­თად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია რო­გორც ცალ­კე ლი­მო­ნი, ისე ლი­მო­ნი­ა­ნი წყა­ლი ან ლი­მო­ნის წვე­ნით უხ­ვად შე­ზა­ვე­ბუ­ლი სა­ლა­თე­ბი.

ambebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share