9 თვეში ყველაზე მეტი თანხა, 666 000 ლარი (34%) „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დაუგროვდა..TI-ს ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მიღებული შემოწირულებების აბსოლუტური უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან ან პარტიასთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესჯგუფების მიერაა განხორციელებული. ყველაზე დიდი თანხა 10 0000 ლარი კი, პრემიერის სიმამრმა თამაზ თამაზაშვილმა შესწირა
2022 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე პარტიების მიერ მიღებული შემოწირულებები ასე გამოიყურება:
- „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 666 000 ლარი;
- „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტ-ინფო“) – 393 611 ლარი;
- „ლელო საქართველოსთვის“ – 370 600 ლარი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 212 907 ლარი;
- „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 130 484 ლარი;
- „ელენე ხოშტარია – დროა“ – 63 927 ლარი; „საქართველოსთვის“ – 37 271 ლარი;
- „ევროპელი სოციალისტები“ – 27 800 ლარი;
- „ხალხისთვის“ – 15 914 ლარი;
- „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ – 9 600 ლარი;
- „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 8 650 ლარი;
- „თავისუფალი დემოკრატები“ – 5 920 ლარი;
- „თავისუფალი საქართველო“ – 710 ლარი;
- „კანონი და სამართალი“ – 600 ლარი;
- „მოძრაობა-სახელმწიფო ხალხისთვის“ – 80 ლარი;
რაც შეეხება შემწირველთა რაოდენობას:
ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე თანხების არასწორი დეკლარირებისა და არაფულადი შემოწირულების დამალვისთვის „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტ-ინფო“) 217 000 ლარით დააჯარიმა.
1 იანვრიდან – 1 ოქტომბრამდე მმართველი პარტიის შემომწირველ ან შემომწირველთან დაკავშირებულ კომპანიას ამავე პერიოდში სახელმწიფო ტენდერი არ მოუგია.
1 იანვრიდან – 1 ოქტომბრამდე მმართველი პარტიის შემომწირველმა ან შემომწირველთან დაკავშირებულ კომპანიებმა ამავე პერიოდში 2 გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი მიიღეს.