“თქვენ ისევე გიყვართ გურია და გურიის ისტორია რავარც მე კამბოჯისა! თუ ესეც ნაცების ბრალია და მათი ხრიკებია?”-ირაკლი მახარაძე

“როგორც ვიცი დღემდე მანიშნებლები ვერ დაამონტაჟა (თუ დაამონტაჟა ჩვენ ბოდიში), არაფერს ვამბობ ძეგლის დადგმაზე, რომელიც ასე ზარ ზეიმით დამპირდენ – მდიდარი ბიზნესმენები გვყავსო და მიდი მოვდივარო. ჩემი მტერი არაა!” – წერს  რეჟისორი და სცენარისტი ირაკლი მხარაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს:

”ამ რამდენინე წლის წინ ვიჩალიჩეთ და ლანჩხუთში მუზეუმის წინ მდებარე მოედანს გურული მხედრების სახელი დავარქვით, ჩემი ოცნება ასრულდა. ამ მაგარ კაცებსა და ქალებზე ფილმი გადავიღე, წიგნები გამოვეცი, გამოფენები მოვაწყე, საფოსტო ბარათები და მარკა გამოვუშვი, ამერიკის მუზეუმებში წარწერები შევაცვლევინე – კაზაკები მაგივრად ქართველები ჩავაწერინე, მეტი რა ვქნა ტო! ამათმა კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია როგორც ვიცი დღემდე მანიშნებლები ვერ დაამონტაჟა (თუ დაამონტაჟა ჩვენ ბოდიში), არაფერს ვამბობ ძეგლის დადგმაზე, რომელიც ასე ზარ ზეიმით დამპირდენ – მდიდარი ბიზნესმენები გვყავსო და მიდი მოვდივარო. ჩემი მტერი არაა! თქვენ ისევე გიყვართ გურია და გურიის ისტორია რავარც მე კამბოჯისა! თუ ესეც ნაცების ბრალია და მათი ხრიკებია?” – წერს ირაკლი მახარაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share