მნიშვნელოვანი ინფორმაცია SINOVAC-ის ვაქცინის შესახებ – NCDC განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) ჩინური წარმოების ვაქცინა, Sinovac-ის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  NCDC-ის ცნობით, Sinovac-ის ვაქცინა  85-100%-ით იცავს დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისა და ჰოსპიტალიზაციისგან. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ანტისხეულების გამომუშავება შედარებით ნაკლებ დროში ხდება.

“ჩინური წარმოების (Sinovac Life Sciences Co., Ltd) ვაქცინის ადმინისტრირების პერიოდი საშუალოდ 14 დღეა.  რაც იმას ნიშნავს, რომ 2 დოზით ვაქცინირება და ანტისხეულების გამომუშავება შედარებით ნაკლებ დროში ხდება.
სინოვაკის ვაქცინას  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 2021 წლის პირველ ივნისს მიენიჭა.
ვაქცინა ავტორიზებულია 39 ქვენის მიერ, მათ შორის: ბრაზილია, თურქეთი, ურუგვაი, ნეპალი,  მექსიკა და სხვა.
სინოვაკის ვაქცინა  85 – 100% 100%-ით იცავს დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისა და ჰოსპიტალიზაციისაგან”,
 – აღნიშნულია განცხადებაში. 

   

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: