ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? – უკრაინის რადას დეპუტატი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა იცის თუ ვინ უღალატა მას.
სკანდალური განცხადება იასკომ “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.
“არ მინდა, სახელები დავასახელო, არც ვანო მერაბიშვილი, არც სხვა. უბრალოდ, მე კარგად ვიცოდი, ვინ უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილი ამ ჯგუფში არ იყო. ის ძალიან იშვიათი სტუმარი იყო კიევში. მე ვერ დავადასტურებ, რომ იმ დროს რაღაც ხდებოდა. ალბათ, ვანომ თქვა ის, რაც ჰქონდა სათქმელი. ვფიქრობ, რომ რაღაც სპეკულაცია ამ თემასთან დაკავშირებით არ არის კორექტული. ახლა არ ვიტყვი, ვინ იყო მოღალატე და სახელებს არ დავასახელებ. თანაც არა მგონია, რომ ეს სააკაშვილს რამენაირად დაეხმარება, მაგრამ ვიცი, რომ ასეთი ხალხი არის. მოღალატეები არიან რამდენიმე მხრიდან. მიხეილ სააკაშვილმაც იცის, ვინ ვინ არის და კარგად იცის, ვინ რას ეუბნებოდა, ვინ ასრულებდა თავის დაპირებას და ვინ არა