“ვივა მედის” კლინიკური დირექტორი, ნინო ნადირაძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის მკურნალობაში ხელს პოლიტიკური მდგენელი უშლით. მისი თქმით, პირველივე დღიდანვე ექიმები არიან წნეხის ქვეშ, არის მათზე ზეწოლა, რის გამოც მას უწევს თანამშრომლების ფინანსური წახალისება, მორალური დამშვიდება.
“მთავარი არის ალბათ ის, რომ ამ პაციენტის მკურნალობაში მთავარი არის, რომ არის ძალიან დიდი წილად პოლიტიკური მდგენელი, რაც, რა თქმა უნდა, ხელს გვიშლის ძალიან ბევრი მიმართულებით. პირველი დღიდანვე არის წნეხი, პირველივე დღიდანვე გვიცხადებენ უნდობლობას, ფაქტობრივად ჩვენ მიერ გამოთქმულ ყველა მოსაზრებას, დასმულ დიაგნოზს, გაწერილ სამკურნალო ღონისძიებებს თუ დიაგნოსტიკურ კვლევას მუდმივ რეჟიმში უცხადებენ უნდობლობას. არა მხოლოდ უნდობლობას, ეს გამოიხატება შეურაცხყოფების კასკადით, ცალკეულ ექიმებზე ზეწოლებით, რის გამოც მე მუდმივად მიჭირს სტაფის შერჩევა, მიწევს მათი ფინანსური წახალისება, მორალური დამშვიდება და ეს მუდმივად მაქვს პრობლემად”, – თქვა ნინო ნადირაძემ.
მისი განცხადებით, მისი თანამშრომლების ნაწილს პირადად იღებს მუქარის შემცველ შეტყობინებებს, რისი წარმოდგენაც შეუძლია