ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში, აბულაძეების საცხოვრებელი სახლიდან, წყლის ავზი მოიპარეს.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” სოფლიდან აცნობეს.
შემტხვევა რამდენიმე დღის წინ, იმ დროს მოხდა, როცა აბულაძეები ნათესავის დაკრძალვაში, სოფელ წითელმთაში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), იმყოფებოდნენ.
სახლში დაბრუნებულებს, ე.წ. “უჟანგი” (“ნერჟავეიკა”) მასალისაგან დამზადებული წყლის ავზი აღარ დახვდათ.
აღსანიშნავია, რომ ავზი, როგორც გურიაში მიღებულია, რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე, რკინის კონსტრუქციაზე იყო დამონტაჟებული.
ასევე ნიშანდობლივია, რომ წყლის ავზების მასიური ქურდონა გურიაში გასული საუკუნის 90 იან წლებში ხდებოდა.
2004 წლიდან კი ის ფაქტიურად შეწყდა.
უცნობია, განაცხადეს თუ არა მომხდარზე ოჯახის წარმომადგენლებმა პოლიციაში, რადგან როგორც წესი, ასეთი ტიპის განცხადებების მიღებას, შსს, ხელოვნური დაბრკოლებებით, იგნორირებას უკეთებს.