დღეს ლანჩხუთში უბედურ შემთხვევას 60 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, შემთხვევა ორაგვისღელეში მოხდა, გარდაცვლილი ნ. მახარაძეა.როგორც ადგილზე გვიყვებიან, ქალს სატვირთო მატარებელი შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “გურიის მოამბისთვის” ხდება ცობილი,ქალბატონს მეზობლის საქონელი საბალახოდ დაჰყავდა და მას ამაში ანაზღაურებას უხდიდნენ. ჩვეულებისამებრ, ქალბატონმა დღესაც წაიყვანა პირუტყვი საძოვარზე. აქვე გვითხრეს ისიც, რომ ქალბატონს სმენის პრობლემა ჰქონდა. დღეს კი ყურის სასმენი აპარატი სახლში დარჩა და როცა ლიანდაგზე გადადიოდა, მატარებლის მემანქანის სიგნალი ვერ გაიგონა.
ამ წუთებში 60 წლის ქალბატონის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
შს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.