3 – 5 თებერვალს ქ. თბილისში მძლეოსნობის სასახლემ და დიდი დიღმის სპორტულმა კომპლექსმა – მძლეოსნობის სათადარიგო არენამ, მძლეოსნობაში ( დიდები) საქართველოს ღია პირად ჩემპიონატს უმასპინძლა.
ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებ გუნდებთან ერთად სომხეთის გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
მძლეოსანთა შეჯიბრზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული მძლეოსანთა სექციის სპორტსმენები წარმატებით გამოვიდნენ და საერთო ჯამში ორი ოქრო , ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს.
საქართველოს ჩემპიონის ტიტული და ოქრო ბადრის ტყორცნაში ( 1კგ) ქეთევან მამალაძემ აიღო.
(მწვრთნელები დავით მანთიძე , მარინე კოტრიკაძე)
ასევე საქართველოს ჩემპიონის ტიტული და ოქრო ბირთვის კვრაში ( 4კგ) ანა მგელაძემ მოიპოვა.
მწვრთნელი – მარინა კოტრიკაძე
ელენე ჩავლეშვილი ბირთვის კვრაში ( 4 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.
მწვრთნელი – მარინა კოტრიკაძე
ანა მგელაძე კი შუბის ტყორცნაში ( 600 გ) გახდა ვერცხლის და მეორე ადგილის მფლობელი.
მწვრთნელი – მარინა კოტრიკაძე
რაც შეეხება ბრინჯაოს, გიორგი პაკელიანმა ბადროს ტყორცნაში ( 2კგ) მოახერხა მესამე ადგილის აღება.
მწვრთნელი – მარინა კოტრიკაძე
ანა მგელაძემ კი ბადროს ტყორცნაში (1 კგ) დაეუფლა ბრინჯაოს მედალს.
მწვრთნელი – მარინა კოტრიკაძე
ასევე 60 მეტრზე რბენაში ფინალში იასპარეზა ქეთი თევზაძემ და მისი შედეგი გააუმჯობესა.
საკუთარი შედეგები გააუმჯობესა ასევე ნორჩმა მძლეოსანმა ლიზი ლომაძე 60 და 200 მ დისტანციებზე.