”მიხეილ სააკაშვილის დაინვალიდება და დაღუპვა ძალიან ბევრ უკუპროცესს გამოიწვევს […] მაგალითად, მე დღეს რომ რაღაც კომისიის თავმჯდომარე ვიყო, ხელს მოვუწერდი მიშას კი არა, ნებისმიერს. ამ დროს, როდესაც ასეთი კაცი არის დასახსნელი, შინაურშიც უნდა იყოს ერთიანობა, ეს მწყინს – არის მე იქით, შენ იქით, შენ ის გინდა, მე ეს არ მინდა […] ნაციონალურ მოძრაობას და ნებისმიერ ოპოზიციას მივმართავ, გაერთიანდით, მიიყვანეთ საქმე ბოლომდე, მერე დასხედით და მოილაპარაკეთ. ენა, აზროვნება ამისთვის არის. არცერთ მათგანს არ აკლია არც ლოგიკა, არც განათლება. ქვეყნისთვის იზრუნეთ, ხალხო […] ერთი რამ ნამდვილად ვიცი, მიშა ქართულ პოლიტიკაში ჩაბმას არ აპირებს, ჩვენ გვქონდა ლაპარაკი, მე ქართულ პოლიტიკაში არასდროს აღარ ვიქნები, ძალიან ნაწყენი ვარო.” –