გულდასაწყვეტია…ოდესღაც საქართველო რეგიონში მისაბაძი მაგალითი იყო – კრამონი დემოკრატიის ინდექსზე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი 2021 წლის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს მდგომარეობის გაუარესებას ეხმაურება და წერს, რომ გულსატკენი და საწყენია, რომ საქართველო დემოკრატიის გზაზე უკუსვლას აგრძელებს.

“გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ საქართველო აგრძელებს უკან დახევას დემოკრატიის გზაზე. მოლდოვა და თუნდაც უკრაინა და სომხეთი უკეთ მიდიან. ოდესღაც საქართველო რეგიონში მისაბაძი მაგალითი იყო, მაგრამ ახლა ის აგრძელებს დაცემას ავტორიტარული მეზობლების მიმართულებით, როგორიცაა რუსეთი, აზერბაიჯანი, ლუკაშენკოს ბელარუსი”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.  

 ცნობისთვის, The Economist-მა  გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც 2021 წლის მსოფლიო დემოკრატიის ინდექსში საქართველოს 5,12 ქულა აქვს. მას რეგიონის ქვეყნებიდან სომხეთი და უკრაინა უსწრებს. საქართველოს “ჰიბრიდული რეჟიმის” სტატუსი აქვს მინიჭებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share