საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები აზერბაიჯანის ნაკრებთან 11 და 14 ივნისს ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს თბილისში. ეს იქნება ლანჩხუთელი სპეციალისტის, გიორგი ჩხაიძის დებიუტი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე! „ლანჩხუთის“ წარმატებული თავკაცი ქვეყნის მთავარ გუნდს ერთი თვის წინ ჩაუდგა სათავეში. გასული წლის ტრიუმფატორი „ლანჩხუთიდან“ ეროვნულში 11 ფეხბურთელია გამოძახებული: თათია გაბუნია, ნინო გუჯაბიძე, ნინო ჩხარტიშვილი, სოფო ნარსია, მარიამ კალანდაძე, მარიამ დანელია, თეონა თოდაძე, ირინა ხაბურზანია, თეონა ბაქრაძე, ნათია წოწერია, ხატია ჭყონია. აღსანიშნავია, რომ მეტოქის, აზერბაიჯანის ნაკრების ღირსებას დაიცვას და თანაგუნდელებს დაუპირისპირდება ქრისტინა ბაკარანძე, რომელსაც მეზობელი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს.
“გურია თუდეი”