“პირობას ვდებ…პარლამენტის მხრიდან….სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება გამორიცხულია”- ირაკლი კობახიძე

პირობას ვდებ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ პარლამენტის მხრიდან სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება გამორიცხულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, განიხილავს თუ არა პარლამენტი სააკაშვილის საქმეებზე ამნისტიის გამოცემას, თუ იგი ბრალდებებს აღიარებს.

კობახიძის თქმით, შესაძლოა, პატიმრები თანაგრძნობას იწვევდნენ, მაგრამ ჰუმანიტარული მოსაზრებებით 9 ათასი პატიმრის გათავისუფლება გამორიცხულია.

„პარლამენტის მიერ ამნისტია გამორიცხულია. ამნისტია ისეთი კანონია, რომელიც პირთა აბსტრაქტულ წრეს უნდა შეეხოს. არ შეიძლება ამნისტია ერთ კონკრეტულ წრეს მოერგოს. ბოლომდე დავიცავთ პრინციპებს და გამორიცხულია, რომ ამნისტიის კანონი ერთ კაცს მოერგოს.

ცხრა ათასივე პატიმარი, თუნდაც ყველაზე მძიმე პატიმრები, მათ შორის სააკაშვილი, შესაძლოა თანაგრძნობას იწვევდეს, ეს ადამიანური ამბავია, მაგრამ ჰუმანიტარული მოსაზრებებით 9 ათასი პატიმრის გათავისუფლება გამორიცხულია, განსაკუთრებით როდესაც საქმე ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულებში მხილებულ პატიმარს ეხება. რამდენი ადამიანიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც გაამწარა, 9 ათასი პატიმრიდან არცერთს გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი?!“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share