საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დასრულებულია, თუმცა ის ტექნიკურ ნაწილში მომზადებას საჭიროებს.
როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, ტექნიკურად დამუშავების შემდეგ, დოკუმენტს 10 მაისს ევროკომისიას გადასცემენ.
“გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ საქართველომ დაასრულა კითხვარის მეორე ნაწილზეც მუშაობა, აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ და მხოლო ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას და ჩვენ ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის ევროკომისიას საქართველომ გადასცეს ბოლო ნაწილი კითხვარის”, – თქვა დარჩიაშვილმა.
კითხვარის პირველი ნაწილი პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს 2 მაისს გადასცა. მთავრობამ ორივე ნაწილის კითხვები გაასაჯაროვა, პასუხები კი უცნობი დარჩება.