“ოცნება” ბრეჟნევის სტილში მარტო იქნება პარლამენტში… დაველოდებით ივანიშვილს, დროა 5 დეკემბრამდე, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.
“ვერც უცხოელები და ვერც ხელისუფლება ვერ მოგვთხოვს უკომპრომისოდ დათანხმებას ერთი რამის გამო – გუშინ ტყვას გვესროდნენ და წყალს გვასხამდნენ. არჩევნების შედეგები შეაჯამეს. სასამართლოში დავების გასაჩივრების ვადამდე შეაჯამეს არჩევნების შედეგები, რაც გაუგონარი რაღაცაა. დღის წესრიგი გამოაქვეყნეს კურიოზულად – პირველი საკითხია საჩივრების განხილვა და მესამე შედეგების შეჯამება. თუ საჩივრებს ვიხილავთ, თეორიული შანსი ხომ არის, რომ სადღაც განმეორებითი არჩევნები დაინიშნოს.
ოპოზიცია კი არ რჩება ქუჩაში, არამედ “ქართული ოცნება” მარტო იქნება პარლამენტში. ეს იქნება პარლამენტი, როდესაც აღარ იარსებებს საპარლამენტო დელეგაციები ევროპარლამენტში, ნატოს საპარლამენტო ასამბელა, ნდობის ჯგუფი… ბრეჟნევის სტილში მარტო იჯდებიან. ივანიშვილს სჭირდება გადაწყვეტილების მიღება, დაველოდებით – 5 დეკემბრამდე დრო არის”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.