არსებობს მტკიცებულება, რომ პუტინი ურალის ბუნკერში იმალება – უკრაინის შს სამინისტრო

არსებობს მტკიცებულება, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინის ურალის ბუნკერში იმალება. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა.

„პუტინი უკვე მე-5 დღეა ურალის ბუნკერშია… ბუნკერში ყოფნის ფაქტი 100%-ია. მის ურალში ყოფნას ადასტურებს ადამიანების გარკვეული წრე და ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან“, – აცხადებს დენისენკო.

დენისენკო ამბობს, რომ პუტინს პარანოია აქვს.

„ახლა მას პარანოია აქვს. ხვდება, რომ უკრაინასთან ომი გაუმართლებელი იყო და ყველაფრის ეშინია“, – დასძინა ვადიმ დენისენკომ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share