ALDE-მ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საუბარია უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას EU-ში დაჩქარებულ გაწევრიანებაზე

სტრატეგია აღმაშენებლის ინფორმაციით, ევროკავშირის მსხვილმა ფრაქცია ალდემ ახალი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საუბარი შეეხება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას.

“დღეს რამდენიმე საათის წინ შედგა ალდეს ლიდერების სამიტი. მიღებული იქნა მაღალი დონის რეზოლუცია და პირველად, ასეთი დონის დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერი უკრაინასთან ერთად საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში დაჩქარებული წევრობის შესახებ ჩანაწერი”,- თქვა სერგო ჩიხლაძემ გამართულ ბრიფინგზე.

დეპუტატების ინფორმაციით, ოფიციალური დოკუმენტი ცოტა ხანში გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირს, სპეციალური პროცედურებით, უკრაინის სასწრაფოდ გაწევრიანების მოთხოვნით მიმართა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share