დღეს, 19:33 წუთზე ოზურგეთში 4.3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგების ცნობით, ეპიცენტრი ოზურგეთიდან 7 კილომეტრში, ვაკიჯვარში იყო.
ადვოკატი კახა ჩავლეშვილი მიწისძვრას იუმორით ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
”მიწისძვრის ეპიცენტრი სავარაუდოდ შეკვეთილია, რა ქენით ამფერი ნაციონალებო!” – წერს ჩავლეშვილი.
ცნობისთვის, დღეს შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართა.