საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ facebook-გვერდზე ახალი პოსტი გამოქვეყნდა.
„ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. მინდოდა ავმდგარიყავი და გადავხვეოდი. თვითონ ძლივს იდგა ფეხზე, მაგრამ გამაჩერა, მაკოცა და მითხრა “მიშა, მიყვარხარ”. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, რომელიც მოვისმინე. მეც მინდა ვუპასუხო ახლა – ბუბა, მიყვარხარ და მაკლიხარ (იმედია იმქვეყნად ინტერნეტი კარგად მუშაობს“ , – აღნიშნულია პოსტში.
შეგახსენებთ, ბოლო დღეებში გავრცელდა ვიდეო-ჩანაწერი კლინიკა „ვივა მედიდან“, რომელიც გარდაცვალებამდე ცოტა ხნის ადრე ბუბა კიკაბიძის მიერ ექსპრეზიდენტის მონახულებას ასახავს.