აშშ-მ რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, ეს გარემოება რუსეთს კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოაქცევს.
დღეს მე ვაცხადებ, რომ ჩვენ ვუერთდებით ჩვენს მოკავშირეებს და ვხურავთ ამერიკის საჰაერო სივრცეს ყველა რუსული ავიაკომპანიისთვის და ფრენებისთვის, ეს კიდევ უფრო იზოლირებულს გახდის რუსეთს. პუტინის წარმოდგენა არ აქვს იმაზე, რაც ელის. რუბლმა უკვე დაკარგა 30% ღირებულებისა, რუსეთის საფონდო ბირჟამ კი 40%, ხოლო ვაჭრობა კვლავ შეჩერებულია, – თქვა ჯო ბაიდენმა.