“მამად მიგვაჩნდით და მამინაცვალზე უარესი აღმოჩნდით”-უკრაინელი სასულიერო პირები პატრიარქ კირილს

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები მიმართავენ წინამძღვარს ონუფრის, რომ მოხდეს ადგილობრივი საბჭოს შეკრება და შემდგომ – მოსკოვის საპატრიარქოს დატოვება.

შესაბამისი მოთხოვნა სასულიერო პირებმა ვიდეომიმართვის სახით გაავრცელეს.

მიმართვის ავტორები ასევე ამბობენ, რომ ღვთისმსახურების დროს შეჩერდეს რუსეთის პატრიარქის, კირილის ხსენება.

“მივმართავ რუსეთის პატრიარქ კირილს, რომ ვწყვეტ თქვენი სახელის ხსენებას ჩემს ტაძარში ღვთისმსახურების დროს. ეს იქნება ჩემი პასუხი თქვენს დუმილზე უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერაზე, რამაც გამოიწვია ეს ომი. მამად მიგვაჩნდით, მაგრამ მამინაცვალზე უარესი აღმოჩნდით. ღმერთია თქვენი მოსამართლე”, – თქვა კიევში, თეოდორე კურთხეულის ტაძრის დეკანოზმა პეტრე სემაშჩუკმა.

მიმართვის ავტორებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსი ოკუპანტები ბომბავენ მშვიდობიან ქალაქებს და კლავენ მოსახლეობას.

kvira.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share