ავარია კრწანისის ქუჩაზე – დაღუპულთა რიცხვი 2-მდე გაიზარდა

კრწანისის ქუჩაზე ავარიის შედეგად, ორი პირი გარდაიცვალა. კლინიკაში ამ დრომდე რჩება 4 დაშავებული, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ამის შესახებ კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალის” რეანიმატოლოგმა ალექსანდრე მხარგრძელმა მედიასთან ისაუბრა.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ სატვირთოს გაუმართაობა გახდა. ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებულებიდან, კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” 3 პაციენტი მკურნალობს. როგორც მანამდე კლინიკის დირექტორმა თქვა, ზოგი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share