“არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი კრემლის მსხვერპლი?” – BBC-ის სიუჟეტი

არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი კრემლის მსხვერპლი? – საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ ტელეკომპანია BBC-ის ეთერში ვრცელი სიუჟეტი გავიდა.

საერთაშორისო მედიის მიერ მომზადებულ მასალაში დასმულია კითხვები: რა როლს თამაშობს პუტინი მიხეილ სააკაშვილის საქმეში და რა ადგილი უკავია პუტინის გეოპოლიტიკურ მიზნებში საქართველოს.

სააკაშვილის ყოფილი მრჩეველ, დენიელ კუნინი ამბობს, რომ ამ პატიმრობით კრემლი სარგებელს იღებს, საქართველოს კი მხოლოდ უარყოფითი შედეგები ექნება.

სიუჟეტში მესამე პრეზიდენტის პატიმრობისა და ჯანმრთელობის გაუარესებასა და უცხოელი ექსპერტების დასკვნებზე არის საუბარი და მოყვანილია ევროპარლამენტარების შეფასებები იმის შესახებ, რომ მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმარია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share