“საჭიროა გამოფხიზლება, უკრაინაში გამარჯვებისთვის კი ცვლილებები ჩვენს საზოგადოებაში.” – ამის შესახებ რუსული პოლიტიკის იდეოლოგმა, ალექსანდრე დუგინმა ხერსონის დატოვების შემდეგ განაცხადა.
საქმე ისტერიკაში არ არის, საქმე იმაშია რომ ეს (ხერსონის დატოვება) ბოლო ზარია იმისათვის რომ სერიოზულად მოვეკიდოთ ჩვენი ქვეყნის გარდაქმნას. ეს არის გამარჯვების ფორმულა და არა უბრალოდ,ტექნიკური შეცდომების ტექნიკური აღრიცხვა. – განაცხადა ფილოსოფოსმა.
უკრაინაში წარუმატებელი ომის გამო რუსეთში პუტინის მიმართ უკმაყოფილება იზრდება,რუსეთის სამხედრო ელიტასთან ერთად, პრეტენზიებს არც ოლიგარქები მალავენ, რომლებმაც სანქციების გამო უცხოურ ბანკებში მილიონები დაკარგეს.
პუტინს სამხედრო გადატრიალების ეშინია, ამიტომ მოსკოვს მისი ერთგული საჯარისო ნაწილები იცავენ.