არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობიდან 5 წელი გავიდა

ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა სოცქსელში წერს:

„დღეს 5 წელი გადის 35 წლის არჩილ ტატუნაშვილის უკანონო დაკავებიდან, სასტიკი წამებით მკვლელობა მოჰყვა. მკვლელობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა. ოჯახს ცხედარი შინაგანი ორგანოების გარეშე 26 დღის მერე გადასცეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის დღემდე არავინ დასჯილა. “წამების ინსტრუმენტებად, დიდი ალბათობით, გამოყენებულ იქნა იარაღის ტარი, ავტომატების კონდახები, იარაღის ლულა, სხვა ცილინდრული მკვრივი/ბლაგვი საგნები. წამების მეთოდებად გამოყენებულია სასტიკი ცემა ფოკუსირებულად ერთ ადგილზე და სხეულის მთელ მიდამოში, თავში ცემა. წამების მეთოდი გადის სექსუალური წამების მეთოდში, რაც გახლავთ გენიტალიების დაზიანება. არ არის გამორიცხული, რომ დიდი ინტენსივობით მოხდა ამ ადგილებში ცემა და სწორედ ეს გახდა სხვა დაზიანებებთან ერთობლიობაში ტრავმული შოკის განვითარების გამშვები მექანიზმი.უნდა ვივარაუდოთ, რომ საათი და 10 წუთი მაინც აწამებდნენ”,- ნაწყვეტი სამედიცინო დასკვნიდან. გმირი შვილის მამა, გივი ტატუნაშვილი შარშან გარდაიცვალა. რუსეთის, კრემლის, ვლადიმერ პუტინის კისერზე უკვე არაერთი ასეთი უმძიმესი დანაშაულია. არჩილ ტატუნაშვილის და ყველა ქართველი გმირის სახელით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გარდაუვალია. როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა ვარვაში განაცხადა, თავისუფლებაზე ტკბილი და ძვირფასი არაფერია!!!“

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share