”მთელი მსოფლიო სულგანაბულია და ყველა ნორმალური ადამიანი გულის ხეთქვით იძინ-იღვიძებს ხომ არ დაესხა რუსეთი უკრაინას თავს. ამ დროს, ჩვენი ხელისუფლება მჩაგვრელი რუსეთის ხსენებასაც ვერ ბედავს, თანამედროვე ფილიპე მახარაძეები და სერგო ორჯონიკიძეები პუტინს მიმართავენ და ნატოში არ გვინდაო თავზე ნაცარს იყრიან და ყურადღების მიღმა დარჩენილი სააკაშვილი თავიდან იწყებს შიმშილობას. გული რომ გაგისკდება ისეთი სევდიანია ჩვენი ყოფა. ბარემ იმასაც ვიტყვი რომ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკია ნამდვილი პრეზიდენტიც და გმირის – სათქმელსაც პირში ახლის ვისაც საჭიროა, არ პანიკობს და არც ზედმეტად ცანცარებს და გამომწვევად არ იქცევა. ღმერთმა გაძლება და მშვიდობა მისცეს უკრაინას და ჩვენ ამდენი მოღალატის, ნარცისი-ეგოისტის და დაფეთებული ხელისუფალის პირობებში სამუშაო და საბრძოლო თავზე საყრელი გვაქვს. დიდება უკრაინას და დიდება თავისუფლებისმოყვარულ საქართველოს!”
ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.